ევროპაში გაზი ისევ გაძვირდა
ევროპაში გაზის ფასი, ოქტომბრიდან პირველად, ისევ გაძვირდა და ათასი კბ/მეტრისთვის 1150 დოლარი შეადგინა.
ევროპაში გაზის ფასმა 10 ნოემბრისთვის 800 დოლარამდე დაიწია მას შემდეგ, რაც “გაზპრომმა” ევროპის გაზსაცავების შევსება განაახლა.
ევროპაში გაზის საფასურმა მკვეთრი ზრდა სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. მისმა ფასმა 1900 დოლარსაც მიაღწია.