ხადური ნადირაშვილს: როცა თქვენი ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში 10 ათას ლარიან პრემიას იღებდა, ეს უზნეობა არ იყო?!

   საპარლამენტო უმცირესობასთან ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობა” ფინანსთა მინისტრისგან გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულა.
“თქვენ მიმართ სიტყვა უზნეობა არ მიხმარია, მაგრამ შევცდი, რადგან თქვენ უკვე იტყუებით. 2013 წლის განმავლობაში “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორს 130 ათასი ლარის ფარგლებში აღებული აქვს პრემია, აქედან დეკემბრის თვეში ერთჯერადად – 33 ათასი ლარი. მის მოადგილეებს კი 90 ათასი ლარის ფარგლებში, აქედან – დეკემბრის თვეში ხუთ კაცზე წყალმომარაგების კომპანიაში გაწერილია 600 ათასი ლარი პრემია“, – განაცხადა ნადირაშვილმა.
ნოდარ ხადურის განცხადებით კი, 2012 წელთან შედარებით, პრემიები 11 მილიონით ნაკლებია.
„როდესაც საუბრობთ იმაზე, უზნეობაა პრემიების აღება, თქვენი ოჯახის წევრი რომ 10 000 ლარს იღებდა პრემიას საჯარო სამსახურში, ის უზნეობა არ იყო?“, – მიმართა ნადირაშვილს ხადურმა, რაზეც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრი იტყუება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები