სომხეთი და აზერბაიჯანი დაზავდნენ
სომხეთი და აზერბაიჯანი გვიან ღამით, სიუნიკთან ახლოს, საზღვრაზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
მანამდე, მხარეებთან რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გამართა მოლაპარაკება.
რაც შეეხება ამჟამად ადგილზე არსებულ ვითარებას, როგორც სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ნარჩუნდება.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრათან ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა და მკვეთრი ესკალაცია უკვე 16 ნოემბერს მოხდა. ტრადიციულად, ვითარების დაძაბვაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
გუშინდელი საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, ერთი სომეხი სამხედრო დაიღუპა, 13 კი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ტყევდ აიყვანეს, ხოლო 24 სამხედრო მოსამსახურე დაკარგულია. აღნიშნულ სტატისტიკას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციითვე, მოწინააღდმეგეს ბევრად მეტი მსხვერპლი ჰყავს, კერძოდ, 70 დაღუპული და დაჭრილი. ასევე, სომხურმა მხარემ გაანადგურა 4 ჯავშანმანქანა, 1 – ისრაელის წარმოების Sandcat ჯავშანმანქანა, 5 სამხედრო მანქანა – КамАЗ, Урал, УАЗ.