დიდ ბრიტანეთში 40 წელს ზემოთ მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ დოზის“ გაკეთებას შესთავაზებენ

დიდ ბრიტანეთში 40 წელს ზემოთ ყველა მოქალაქეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ დოზის“ გაკეთებას შესთავაზებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანეთის მთავრობამ ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღო. „ბუსტერი“ – ესაა ვაქცინის დამატებითი დოზა, რომელიც ორჯერ აცრილ ადამიანებში ვაქცინის მოქმედებას კიდევ უფრო გაახანგრძლივებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობას „ბუსტერ დოზები“ უკვე შემოღებული აქვს 50 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის, თუმცა, ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, „ბუსტერ დოზები“ 40 წელს გადაცილებულ ადამიანებსაც შეიძლება, გაუკეთდეთ.
დიდი ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ბუსტერ დოზების“ გამოყენება განსაკუთრებით ეფექტიანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, რაც მათ სიცოცხლეს, კოვიდინფიცირების შემთხვევაში, განსაკუთრებული რისკის ქვეშ აყენებს.
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემებით, ერთ ადამიანზე ვაქცინის სამმაგი დოზის ადმინისტრირების შემთხვევაში, ის გაცილებით უფრო მარტივად და უსიმპტომოდ, ასევე, გართულების გარეშე გადაიტანს ინფექციას. დადგენილია, რომ პაციენტების 93%-ს, ინფიცირების შემთხვევაში, ჯანმრთელობის მხრივ გართულებები არ უფიქსირდება და ინფექცია სიმპტომების გამოვლინების მინიმალურობით ხასიათდება.

წყარო: https://www.bbc.com/news/health-55045639

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები