დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი უახლოვდება
დედამიწისკენ პოტენციურად საშიში ასტეროიდი – 2016 JG12 მოფრინვას.
ამის შესახებ NASA-ს დედამიწასთან ახლოს მდებარე ობიექტების შესწავლის ცენტრი იტყობინება.
აღინიშნება, რომ ასტეროიდი პირველად 2016 წლის 3 მაისს აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 83-დან 190 მეტრამდე მერყეობს.
ბრიტანულმა საინფორმაციო პორტალმა Daily Star-მა გამოთვალა, რომ ის “ლონდონის თვალზე” დიდია.
NASA-ს ვებსაიტზე ნათქვამია, რომ უახლოეს ათწლეულებში ასტეროიდები დედამიწასთან არაერთხელ დაფიქსირებულა, მაგრამ არა ისე ახლოს, როგორც ეს ნოემბერში მოხდება.