ფოთში მძღოლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს
საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების ორგანიზებით ფოთში მძღოლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. მძღოლებმა პროტესტი თბილისში მომხდარი ფაქტის გამო გამოთქვეს, რომლის დროსაც მძღოლსა და მგზავრს შორის შელაპარაკება მძღოლის გარდაცვალებით დასრულდა. აქციის მონაწილეებმა გაბმული საყვირებით სოლიდარობა გამოხატეს და მგზავრებს მათი შრომის პატივისცემისაკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს თბილისში ყვითელი ავტობუსის მძღოლი მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.