ემანუელ მაკრონი: ვზრდით ზეწოლას რუსეთზე
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მან განცხადება სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ გააკეთა.
“ახლა, როგორც არასდროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპის უსაფრთხოება, თავისუფლება და მომავალი მჭიდრო კავშირშია უკრაინის ბედთან. სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ეს გადაწყვეტილება გასულ ხუთშაბათს “მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე. შეხვედრას 30 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ასევე, პირველად, შეერთებული შტატების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ერთად ჩვენ ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, რათა მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის მოლაპარაკებების დაწყებას.
ამ მხრივ, მივესალმები ევროკავშირის მიერ დღეს დილით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო, ახალი პაკეტის მიღებას. რუსეთის თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. საფრანგეთი დგას და ყოველთვის იქნება უკრაინის გვერდით”,- დაწერა ქვეყნის ლიდერმა.