გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზა საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი
გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზა სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი. რუსეთის სამხედრო ბაზაზე განგაში იყო.
ამის შესახებ გიუმრიში პროექტ @wargonzo-ს წყაროები იუწყებიან, – წერს NEWS.am-ზე დაყრდნობით “სომხეთის ხმა”.
„სიუნიკში შექმნილი ვითარების გამო, ჩვენი სამხედროები მზადყოფნაში არიან მოყვანილი. მათთვის, ვისაც სურს, გვისაყვედუროს გასაიდუმლოებული მონაცემების გავრცელებისთვის, აღვნიშნავთ, რომ უცნაური იქნებოდა, სხვაგვარად მომხდარიყო. ეს ჩვენი უშუალო პასუხისმგებლობის სფეროა, მეთაურები მოქმედებენ მკაცრად წესდების მიხედვით. ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად ნებისმიერი სამხედრო სტრუქტურა მზადყოფნაში უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.