ირანის პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში საზღვრების შეცვლის წინააღმდეგ გამოვიდა

ირანისთვის სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი გეოპოლიტიკური ცვლილება ან საზღვრების ცვლილება მიუღებელია, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

ირანის ხელმძღვანელის სიტყვებს სააგენტო Mehr-ი ავრცელებს.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ირანული წყაროს ცნობით, რაისი მიესალმა რუსეთის ინიციატივებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციისა და მშვიდობის დამყარების შესახებ.

ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანისთვის მისაღები არ იქნება რეგიონის გეოპოლიტიკისა და საზღვრების ცვლილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები