დემურ გიორხელიძე: სააკაშვილი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს

  ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს მიაჩნია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ უამრავი ინფორმაცია არსებობს, რომელიც სამართლებრივად უნდა იქნას შესწავლილი.
„სააკაშვილი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს და სასამართლო გადაწყვეტს, დამნაშავეა ის თუ არა. საფრანგეთის გავლენიანი პრეზიდენტი დააკავეს, მაგრამ მსოფლიოს ვერც ერთმა უფლებადამცველმა და ევროკავშირის წევრებმა სიტყვის თქმაც ვერ გაბედეს იმის შესახებ, რომ ეს პოლიტიკური დევნა იყო.
საქართველოში ასე არ ხდება. აქ ყველა აძლევს თავს უფლებას, რომ ჩვენს საქმეებში ჩაერიოს. ეგ კი არა, ლუცენკომ საქართველოს „პანჩური ამოარტყა” და ასწავლა, როგორ უნდა მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ჩვენი შეურაცხყოფაა, თუმცა ჩვენ ვაძლევთ ამის უფლებას ყველას. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ხელისუფლება საზღვარგარეთ არსებული ინტერესების გამო უარს იტყვის სააკაშვილის სამართლებრივ დევნაზე, მაშინ ხელისუფლება უდიდეს შეცდომას დაუშვებს”, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები