არჩილ თალაკვაძე: ჩვენმა ხელისუფლებამ, სტრასბურგის სასამართლოში მოქალაქეების საჩივრების შემცირება 60%-ით შეძლო

ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც შეძლო, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა 60%-ით შეემცირებინა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„სააკაშვილის მმართველობის დროს ათასობით საჩივარი ყოველწლიურად შედიოდა საქართველოს წინააღმდეგ საკუთარი მოქალაქეების მხრიდან, რაც ნიშნავს, რომ თავისივე სახელმწიფოში, საკუთარ სამშობლოში ვერ პოულობენ სამართალს

როცა სასჯელაღსრულების სამინისტროში დავიწყე მუშაობა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მანამდე ვმუშაობდი სახალხო დამცველის აპარატში სოზარ სუბართან, კარგად მახსოვს, რომ იყო შემთხვევები, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ ადამიანების სიკვდილის შემდეგ იყო მიღებული. მათ ვერც კი მოუსწრეს საკუთარ საქმეებთან დაკავშირებით სამართალს. ის საქმეები ახსოვს ისტორიას და ეს ძალიან კარგად იცის სააკაშვილმაც და მისმა თანაგუნდელმა იურისტებმაც, რომლებმაც ეს საქმეები წააგეს.

დღეს ამ ხალხისგან გვესმის იგივე რიტორიკა, რასაც აკეთებდნენ და რეალობა არის განსხვავებული. მაშინდელი „რეზბალნიცა“ ასეთი სახელი ერქვა ამ დაწესებულებას, ჩვენ დავხურეთ ამ ფორმით. მთავარი მოდერნიზაცია გავუკეთეთ, აღვჭურვეთ, დავაკომპლექტედ სამედიცინო პერსონალით, საბაზისო ინვენტარით და დღეს ის C კატეგორიის მულტიპროფილური კლინიკაა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები