„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც დემოკრატიული განვითარების მტკიცე ნება აქვს“

  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე “საქართველოს შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისკენ. ვიშეგრადის ჯგუფის წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო გამოცდილება” სიტყვით გამოვიდა. სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მუშაობაში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, პარლამენტარები ვიშეგრადის ჯგუფის (ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) ქვეყნებიდან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
“ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს დემოკრატიული განვითარების მტკიცე ნება. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური პრინციპულობა, თან გაითვალისწინოს ის აუცილებლობები და გამოწვევები, რომელიც დგას თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოების – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წინაშე”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები