ოკუპირებულ ტყვარჩელში 2010 წლიდან მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

 

სოფელ ბესლახუბაში 10 წლის წინ მკვლელობისთვის ძებნილი ტყვარჩელის მკვიდრი, 1968 წელს დაბადებული ალბერტ ბერულავა დააკავეს.

ე.წ. გამოძიების ინფორმაციით, 2010 წლის 31 მაისს, 13:30 საათზე სოხუმის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ალბერტ ბერულავამ, 2007 წელს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობების გამო, შურისძიების მიზნით, 1971 წელს დაბადებულ გენადი გადელიას ახლო მანძილიდან ესროლა, ამის შემდეგ კი წაქცეულ გადელიას კიდევ რამდენჯერმე ესროლა.

გენადი გადელია მიღებული ჭრილობების გამო ადგილზე დაიღუპა.

ალბერტ ბერულავა ე.წ გამოძიებასა და სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისიდან ემალებოდა.

საქმეს სოხუმის ე.წ. პროკურატურა იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები