ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ძალოვანებს თავს დაესხნენ – ერთი ადამიანია დაღუპული

ოკუპირებულ გაგრაში დილის 07:00-ზე, ეჭვმიტანილების დაკავების დროს ე.წ. მილიციის წარმომადგენლებსა და სოფელ ბზიფთაში მცხოვრებ ორ პირს შორის ორმხრივი სროლა გაიმართა.

როგორც გაგრის რაიონის ე.წ. მილიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სროლა განხორციელდა პისტოლეტიდან, თოფიდან, ასევე, ყუმბარის გამოყენების მცდელობა დაფიქსირდა.

ე.წ. უყებაში აცხადებენ, რომ 22 წლის ამირ კეტია სასიკვდილოდ დაიჭრა, როდესაც ყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, 23 წლის ომარ ხაგუში ორმხრივი სროლის დროს მხარში დაიჭრა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

ამჟამად, მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები