რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთი წუთით შეჩერდა

  ტრანსპორტის პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციას რუსთავში ე.წ. ყვითელი ავტობუსების, სამარშრუტო ტაქსებისა და კერძო ტრანსპორტის მძღოლები შეუერთდნენ. რუსთაველმა მძღოლებმა 14:00 საათზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთი წუთით შეაჩერეს და საყვირით პატივი მიაგეს 17 ივლისს თბილისში ტრაგიკულად გარდაცვლილი მძღოლის ვალერი ესვანჯიას ხსოვნას.
რუსთაველმა მძღოლებმა ამ ფორმით მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პროტესტიც დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს თბილისში ე.წ. ყვითელი ავტობუსის მძღოლი ვალერი ესვანჯია მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ა. ო. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები