დავით ზილფიმიანი: არაადამიანობის შეფასებას როცა აკეთებ ასეთი ტრიბუნიდან, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ თითოეულმა კრიტიკოსმა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ევროპელი სოციალისტების” წევრმა, დავით ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას პოლიტიკოსებს მოუწოდა, როდესაც არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

„მე გაგებით ვეკიდები იმ ახალგაზრდა კოლეგებს, რომელთაც შეფასებითი ნაწილი იმ კადრების ხილვიდან გამომდინარე თქვეს, ემთხვეოდეს ზოგადად იმ ადამიანების შეფასებებს, რომელთაც არ იციან და არ ჰქონიათ შეხება პენიტენციურ სისტემასთან. მაგრამ იმ პოლიტიკოსისგან ვერ მივიღებ შეფასებას, როდესაც ტუსაღი სატუსაღოში შესვლაზე უარს ამბობს და ბადრაგმა ის შეიყვანა ფიზიკურად ოთხი ადამიანის გამოყენებით და ამას არაადამიანურ ქმედებას მიაწერს.

იმიტომ, რომ თუ პოლიტიკოსი, მით უმეტეს, იმ სისტემის დროს ნამუშევარი ამბობს ამას, აუცილებლად უნდა ვკითხო ადამიანური როგორ იყო 2012 წლამდე? ასე, რომ არაადამიანობის შეფასებას როცა აკეთებ ასეთი ტრიბუნიდან, მით უმეტეს მოსახელობისთვის, რომლისთვისაც უცხოა პენიტენციური სისტემა შესაძლოა სულ სხვა შეხედულება გაუჩნდეს”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები