სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, მისი კოლეგები რომ შიმშილობენ, მიუთითებს, რომ პოლიტიკოსებს პრობლემების საუბრით მოგვარების კულტურა არ აქვთ

”საქართველოში პოლიტიკოსებს არ აქვთ კულტურა, პოლიტიკური პრობლემები საუბრით მოაგვარონ”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭირო ხდება, რომ პოლიტიკოსებმა რადიკალურ ზომებს მიმართონ.

„ის, რომ ჩემი კოლეგები პარლამენტში და ბევრი სხვა ადამიანი შიმშილობს, ზოგადად, არ არის კარგი, რადგან მიუთითებს, რომ ჩვენ არ გვაქვს კულტურა პოლიტიკური პრობლემების მოგვარების საუბრით და ასეთ რადიკალურ ზომებს მიმართავენ პოლიტიკოსები. მიუხედავად იმისა, მომწონს ეს თუ არა და მათ მხარეს ვარ თუ არა, მგონი, ეს ისეთი სიტუაციაა, რომელიც არ უნდა ხდებოდეს. იმედია, საბოლოოდ, რაღაც დისკუსია დაიწყება, მოგვიწევს ერთმანეთთან სატელევიზიო კომუნიკაცია, შიმშილები და ასე შემდეგ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები