“რას ნიშნავს, რომ ვინმე ხელს აწერს მის მკვლელობას?! სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილს შეგნებულად კლავენ, დაუშვებელია.
“რას ნიშნავს, რომ ვინმე ხელს აწერს მის მკვლელობას?! სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და ნახეთ, თქვენ როგორ შეკითხვას სვამთ – თქვენ ხელს აწერთ მის მკვლელობაზე?! – არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს.
თქვენი ნარატივი კი არაა, ეს არის ის, რასაც ავრცელებენ შეგნებულად, რომ თითქოსდა ჩვენ მიზანმიმართულად ვკლავთ, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. თუკი ვინმეს აინტერესებს მისი ჯანმრთელობა, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ და სახელმწიფო”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.