ცესკო თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს შეაჯამებს

   ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს შეაჯამებს. ცესკოს სხდომა დღეს, 18:00 საათზეა ჩანიშნული. დღის წესრიგის მიხედვით სხდომაზე ორი საკითხი იქნება წარდგენილი – პირველი – “საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტურის შედეგების შეჯამება” და მეორე – “საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისათვის, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, მერად, გამგებლად არჩეული პირების შესახებ”. თბილისის არჩეულ მერს დავით ნარმანიას საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებიდან მე-11 დღეს შეეძლება. არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართა. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგად რვა მერი და 13 გამგებელი აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები