ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სახელმძღვანელოები შემუშავდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში, პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება – ფაზა II“ ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, მონიტორინგის მონაცემთა ევროპული სტანდარტების შესაბამისად ვალიდაციის მიზნით, პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის ექსპლუატაციის და ჰაერის ხარისხის მოდელირების სახელმძღვანელოები შემუშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება – ფაზა II“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები