„პრემიერის ეს გადაწყვეტილება მთავრობის არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს“

  ექსპერტი კახი კახიშვილი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება მთავრობის არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს.
„როგორც ჩანს, ამ მინისტრების საქმიანობით უფრო მეტად პრემიერი იყო უკმაყოფილო, ვიდრე დანარჩენები, თუმცა გაუგებარია, რატომ. შესაძლებელია, ღარიბაშვილს თავიდანვე, როგორც კი გახდა პრემიერი, უნდოდა მინისტრების შეცვლა, მაგრამ უხერხული გამოვიდოდა, ვინაიდან ივანიშვილის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის ეგრევე შეცვლა შვიდი თუ ხუთი მინისტრით, რა თქმა უნდა, აზრის სხვადასხვაობას გამოიწვევდა“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან 7 მინისტრი გაათავისუფლა, მათ შორის 5 ხელმძღვანელი პირი მინისტრთა კაბინეტის მიღმა დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები