იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილის ყველა სამედიცინო საჭიროება დაკმაყოფილებულია

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყველა სამედიცინო საჭიროება დაკმაყოფილებულია.

“მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მინდა, მკაფიოდ განვმარტო, თუ რა პირობებში იხდის საჯელს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის მომენტიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც მას რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურეობა ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურების მიწოდება ვერ უზრუნველყო. მისი ყველა სამედიცინო საჭიროება დაკმაყოფილებულია. ასევე, სააკაშვილის ჯანმრთელობის შეფასებისა და მისი მოსალოდნელი გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, სახელმწიფომ რუსთავის დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი დღეს ბევრად მაღალია”, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები