მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ბიუჯეტის საკითხი განიხილეს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ბიუჯეტის საკითხი განიხილეს.

მდინარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უმრავლესობა ტრადიციულად შეიკრიბა, რათა ყველა საკითხი დეტალურად განეხილა.

„ტრადიციულად, როდესაც პარლამენტის სხდომებია, უმრავლესობის სხდომა იმართება და მიმდინარე საკითხებს გავდივართ. დღევანდელი სხდომის მთავარი საკითხები იყო: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, ბიუჯეტის საკითხი, რომელიც ხვალ ან ზეგ დილიდან განხილვაში იქნება. შემდეგ, პროცედურის და რეგლამენტის მიხედვით, შენიშვნებით დაუბრუნდება მთავრობას და უკვე 30 ნოემბერს არის ვადა, როდესაც მთავრობამ უნდა მიმართოს კვლავ პარლამენტს ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ყველა საკითხს. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მორგებული იყოს ბიუჯეტი ჩვენი საზოგადოების საჭიროებებზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა 19:00 საათზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები