ავთანდილ თალაკვაძე NDI-ს საქართველოს ხელმძღვანელს შეხვდა

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ალან გილამს შეხვდა.

თალაკვაძის თქმით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

“პოზიტიური შეხვედრა გვქონდა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან.
ვისაუბრეთ ჩატარებულ არჩევნებზე და ჩვენს გეგმებზე არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
ალან გილამმა NDI-ის სახელით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა,”- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები