“პროტესტის ასეთ ფორმას არ ვიზიარებ, როცა შეიძლება, სხვა ადამიანების უფლებები შეილახოს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა “ნაცმოძრაობის” აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„დედაქალაქში ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვამ შეიძლება, გამოიწვიოს ის, რომ მძიმე ავადმყოფები საავადმყოფოში დროულად ვერ მოხვდნენ, პოლიციამ ვერ მიასწროს დამნაშავეს და ასეთ ქმედებებს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს. პროტესტის ასეთ ფორმას არ ვიზიარებ, როცა შეიძლება, სხვა ადამიანების უფლებები შეილახოს.
სანაპიროს ორივე მხარე არის ქალაქის არტერია და საავადმყოფოები ქალაქის თავსა და ბოლოშია, რომელთა შორის მუდმივი მიმოსვლაა. მოქალაქეების ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შორის, სააკაშვილის, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვებისაც“, – განაცხადა იოსელიანმა.