ალექსანდრე დარახველიძე: ხელოვნურად თუ ხდება გზის გადაკეტვა და დაბრკოლებების განზრახ შექმნა, პოლიციას აქვს უფლება, კანონის შესაბამისად იმოქმედოს

‘-თუ აქციის მონაწილეები კანონის მოთხოვნებს არღვევენ, პოლიციას აქვს უფლებამოსილება, შესაბამისი მექანიზმები გამოიყენოს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება ყველა მოქალაქეს აქვს, თუმცა, კანონის ფარგლებში.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება ყველამ კარგად იცის, რომ გზის გადაკეტვას და ტრანსპორტისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნას ხელოვნურად გეგმავენ. თუ აქციის მონაწილეები კანონის მოთხოვნებს არღვევენ, პოლიციას აქვს უფლებამოსილება, შესაბამისი მექანიზმები გამოიყენოს და სწორედ ამის თაობაზე იყო საუბარი, როცა შსს-მ განცხადება გაავრცელა. იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კანონს არ დაარღვევს, შეკრებისა და მანიფესტაციის დაშვებულ ფარგლებს არ გასცდება, რაც არის განსაზღვრული კანონით, ბუნებრივია, მათ ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პირს, აქვთ უფლება შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის. კანონში პირდაპირ ჩაწერილია, რომ თუ გზის გადაკვეტა ხელოვნურად ხდება და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებულია ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება, კანონის შესაბამისად იმოქმედოს. ეს არის პირდაპირ კანონში განსაზღვრული, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს არის მიღებული“, – განაცხადა დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები