ზაალ უდუმაშვილი: არავის ეშინია წყლის ჭავლებისა და რობოკოპების
“პოლიცია ვალდებულია, მანიფესტანტების უფლებები დაიცვას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება გონს დროულად უნდა მოეგოს და ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.
“სანაპირო 2 საათით იქნება ჩაკეტილი და ტყუილად ნუ ავრცელებს რაღაც განცხადებებს შსს. პოლიცია ვალდებულია, მანიფესტანტების უფლებები დაიცვას. არავის არ ეშინია არც მაგათი წყლის ჭავლების და არც რობოკოპების, ჩვენ ნანახი გვაქვს, როდესაც ეს ძალა გამოიყენეს, საბოლოოდ, რითი დამთავრდა. ასე რომ, დროულად მოეგონ გონს და გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში”, – აცხადებს უდუმაშვილი.