“ნაცმოძრაობის” აქცია დაიწყო – “ჩვენი პროტესტი არ შეიცვლება, უნდა მოხდეს სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა”

“ნაცმოძრაობის” ორგანიზებით, მეტრო “ავლაბართან” საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეები მსვლელობით ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას გეგმავენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, გზა ჩაკეტილი 2 საათით იქნება.

ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.
“ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა. ჩვენი პროტესტი არ შეიცვლება. უნდა მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა მულტიპროფილურ კლინიკაში”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები