საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი გამოავლინეს
საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში, ბრეტანის ადმინისტრაციული რეგიონის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს.
გაზეთ Le Telegramme-ის ინფორმაციით, 24 ადამიანი დაინფიცირდა SARS-CoV-2-ის ახალი ვერსიით, რომელიც ცნობილია, როგორც B.1.X ან B.1.640.
ახალი სახის ინფექცია სკოლაში ოქტომბერში გამოვლინდა და ხელისუფლებამ სასკოლო კლასების უმრავლესობა დახურა.
საფრანგეთის რეგიონალურ ჯანდაცვის სააგენტოში განაცხადეს, რომ, 26 ოქტომბრის შემდეგ, SARS-CoV-2-ის ახალი ვერსიის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, ვითარების მონიტორინგი გრძელდება.