“ნაცმოძრაობა” დღეს აქციას და ქუჩების გადაკეტვას გეგმავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს მოქალაქეები მეტროსადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბებიან და მსვლელობით თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზას გადაკეტავენ. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა.

„15 ნოემბერს, დღის 2 სააათზე ვიკრიბებით მეტრო „ავლაბართან“, რის შემდეგ მსვლელობა გაიმართება და საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე გადაიკეტება. მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავე გახდება. არანაირი საფუძველი, რომ დღემდე მიხეილ სააკაშვილი არ არის გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში რეჟიმს არ გააჩნია, გარდა ერთისა – გარდა არაადამიანური მოპყრობით მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი შურისძიებისა. ეს არის უმწვავესი საპროტესტო, არაძალადობრივი აქცია, რომელსაც ხვალ გავმართავთ, მსგავსი ჯერ არ გაგვიმართია და ემსახურება გაფრთხილებას, რომ რეჟიმი გონს მოეგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო ფორმები გამწვავდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები