ზაალ ანჯაფარიძე: 36 წელი – სწორედ, ამდენი წელი მოუწევდა სააკაშვილს ციხეში, „ქართულ ოცნებას“ რეჟიმის უსასტიკესი შეკრებითობის პრინციპი რომ არ გაეუქმებინა
“36 – აბა თუ იცით რას ნიშნავს ეს რიცხვი? სწორედ ამდენი წელი მოუწევდა მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჯდომა, ჩადენილ დანაშაულებებზე “ქართულ ოცნებას” სასჯელის შეკრებითობა რომ არ გაეუქმებინა“, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გამოუძიებელი აგვისტოს ომის ამბებიც რომ მივამატოთ, კიდევ უფრო გაიზრდება რიცხვი.
„36 – აბა თუ იცით რას ნიშნავს ეს რიცხვი? 36 წელი – სწორედ ამდენი წელი მოუწევდა სააკაშვილს ციხეში ყურყუტი მისი უმძიმესი დანაშაულებების გამო, „ქართულ ოცნებას“ რომ რეჟიმის უსასტიკესი, შეკრებითობის პრინციპი რომ არ გაეუქმებინა!!! 1. გირგვლიანის შეწყალების საქმე – 5 წლით პატიმრობა 2. გელაშვილის ცემის საქმე – 10 წლით პატიმრობა 3. მემორანდუმის საქმე – 5 წლით პატიმრობა 4. სდსს-ის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმე – 11 წლით პატიმრობა 5. საზღვრის უკანონო კვეთის საქმე – 5 წლით პატიმრობა გამოუძიებელი აგვისტოს ომის ამბებიც რომ მივამატოთ, კიდევ უფრო გაიზრდება რიცხვი ჰოდა იმის მაგივრად, რომ ამ ნაძირალა იყუჩოს და თავდახრილმა მოიხადოს სასჯელი, კიდევ დიდ გულზეა. იგივე ეხება მის მომხრეებსაც”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.