გია ვოლსკი: სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება არის სამართლიანი, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ექსპრეზიდენტ და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება არის სამართლიანი და მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ოპოზიციის რესურსს ვერ გეტყვით, მაგრამ საქართველოს აქვს რესურსი, რომ განვითარდეს. დღესაც მიმდინარეობს ბაღების მშენებლობა, მოსავლის მოყვანა, ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება, იქმნება საწარმოები და სამუშაო ადგილები. სახელმწიფოს გეგმაში უამრავი სხვა პრობლემის დაძლევის ღონისძიება გააჩნია. რასაკვირველია, დესტაბილიზაციის მსურველებს ვერანაირად ვერ ავუკრძალავთ გააკეთონ ის, რაც კონსტიტუციით აქვთ უფლება მინიჭებული. რეალურად რა სჭირდება ქვეყანას, არის ის საკითხი, რომელიც მთავარ „პლანზე“ უნდა წამოვიდეს. სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება არის სამართლიანი, მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ მიზეზით აქციების გაკეთება არის ის, რაც ამ პოლიტიკური მოძრაობის, შიგნით დევს – ამ პოლიტიკური სუბიექტის არსი წარმოადგენს დესტრუქციას. აქედან გამომდინარე აქციები იქნება სააკაშვილის, არჩევნების თუ სხვა ნებისმიერი მიზეზით, როგორმე ხელისუფლება მოიპოვონ, მეორე საკითხია, რასაც საზოგადოება უნდა აფასებდეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები