ათონზე კორონავირუსის აფეთქებაა – კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ათონზე მონარქებს შორის COVID-19-ის აფეთქება დაფიქსირდა, რის გამოც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ საკუთარი ვიზიტი წმინდა მთაზე გადადო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, გაზეთი “Ekathimerini” ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პატრიარქი საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საკუთარი ვიზიტი ათონის მთაზე მან თვის ბოლომდე – 20-25 ნოემბრამდე გადადო. წმინდა მთაზე ვირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით ბართლომე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ამ გადაწყვეტილებით პატრიარქს სურს ყურადღება გაამახვილოს ვაქცინაციის აუცილებლობაზე და უსაფრთხოების წესების დაცვაზე, როგორც ერთადერთ უსაფრთხო საშუალებაზე მომაკვდინებელი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები