ეკვადორში, ციხეში ბუნტის შედეგად ათობით პატიმარი დაიღუპა

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პენიტენციალური დაწესებულების პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს, რომელსაც სულ მცირე 58 პატიმარი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, რეგიონის ადმინისტრაციაში ავრცელებენ.

მათი ცნობით, ბუნტი პარასკევს, დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის დაიწყო. პატიმრებმა გამოიყენეს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე ასაფეთქებლები. აღნიშნული დაპირისპირება სამართალდამცავებმა ჩაახშეს. „იმ მონაცემებით, რომელთაც ახლა ვფლობთ დაღუპულია 58 პატიმარი, 12 დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარება გაუწიეს“,- აცხადებენ რეგიონულ ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები