ლიზა ბაგრატიონი: კულტურის მინისტრის კანდიდატად არ განვიხილები
კულტურის მინისტრის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად ლიზა ბაგრატიონის სახელმა გაიჟღერა. „კვირა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად მომღერალს დაუკავშირდა.
„კულტურის მინისტრის კანდიდატად არ განვიხილები. ბათუმში ვარ, ვისვენებ და თქვენთან ერთად ველოდები სამ საათს, რომ გავიგო კულტურის მინისტრის კანდიდატურა“, – განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა.