ბრიტნი თავისუფალია! – ბრიტნი სპირსი 13 წლის შემდეგ მეურვეობისგან ოფიციალურად გათავისუფლდა

ლოს-ანჯელესის სასამართლომ ბრიტნი სპირსს ოფიციალურად მოუხსნა მამის, ჯეიმს სპირსის მეურვეობა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სასამართლო სხდომაზე, რომელიც 12 ნოემბერს ჩატარდა, მოსამართლე ბრენდა პენიმ ოფიციალურად შეუწყვიტა მამას 13-წლიანი მეურვეობა ვარსკვლავზე. კონტროლი მომღერლის ფინანსებზე დროებით გადაეცა პროფესიონალ აუდიტორს, რაც თავად ბრიტნიმ და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს.

თავად პოპვარსკვლავი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტნის მამამ, ჯეიმს სპირსმა უარი განაცხადა მეურვეობაზე მას შემდეგ რაც ვარსკვლავმა მას სასამართლოში უჩივლა მეურვეობის ბოროტად გამოყენებისთვის. ის აკონტროლებდა მის ფინანსებს და პირად ცხოვრებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები