ევროპის ქვეყნებში საკარანტინო შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება – ავსტრია აუცრელებისთვის საერთო იზოლაციას აწესებს

ნიდერლანდებში, COVID-19-ის მორიგი ტალღის ფონზე დღეიდან, 13 ნოემბრიდან, ძალაში შედის ახალი საკარანტინო წესები. აღნიშნულის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიტერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ზეწოლა ჯანდაცვაზე კვლავ ძალიან დიდია. დაინფიცირებულთა დიდი რაოდენობის გამო, ოპერაციაების, კერძოდ კი გულის ოპერაციების, გადადება სულ უფრო ხშირად ხდება. ამიტომ იძულებულები ვართ დავუბრუნდეთ იმ შეზღუდვებს, რომელიც ჩვენთვის წინა ეტაპებიდან კარგად არის ცნობილი. ეს შეზღუდვები განურჩევლად შეეხება ყველას, აცრილსაც და აუცრელსაც“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეზღუდვა შეეხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, კაზინოებს, სასურსათო მაღაზიებს. შესაბამის დაწესებულებებში მომხმარებლებთან გაკონტროლდება ვაქცინაციის დამადასტურებელი, უკვე გადატანილი ვირუსის დამადასტურებელი საბუთები ან უარყოფით ტესტი კორონავირუსზე. არ არის რეკომენდირებული სახლში 4 ადამიანზე მეტი სტუმრის მიღება, მიუხედავად მათი ვაქცინაციის სტატუსიდან.

„შეზღუდვები იმოქმედებს 4 დეკემბრამდე. აღნიშნული საკითხი 3 დეკემბერს კვლავ განიხილება“,- განაცხადა რიუტემ.

თავის მხრივ ავსტრიის პარლამენტი განსაკუთრებული იზოლაციის შეიმუშავებას გეგმავს მათთვის, ვისაც არ მიუღია ვაქცინის ორი დოზა ან არ განკურნებულა ვირუსისგან.

„ჩვენ გვსურს გამოვაცხადოთ საერთო ნაციონალური იზოლაცია აუცრელებისთვის“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრ შალენბერგმა.

მისი განმარტებით იზოლაცია აუცრელებისთვის ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ შეძლებს საკუთარი სახლის დატოვებას თუკი არ მიდის სამსახურში ან პირველადი მოხმარების ნივთების საყიდლად. შელენბერგს სურს თავი აარიდოს დამატებითი შეზღუდვების შემოღებას აცრილთათვის, რათა ანტივაქსერებს აცრის სტიმული მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები