Instagram-ის მუშაობაში შეფერხება დაფიქსირდა

სოციალურ ქსელ Instagram-ის მუშაობაში შეფერხება დაფიქსირდა. ამის შესახებ ვებგვერდი Downdetector-ი წერს.

შეფერხება ძირითადად აშშ-ში, საფრანგეთსა და ესპანეთში მყოფ მომხმარებლებს შეეხოთ. მომხმარებლების უმეტესობა პრობლემებს ფოტოების ატვირთვისა და სიახლეების გვერდის განახლებისას აწყდება.

შეფერხების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები