არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, სოციალურ ქსელში, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთი კოვზიაშვილი ავრცელებს.
მისივე განცხადებით, 1983 წელს დაბადებული ქალბატონი პოლიციამ მხოლოდ ტერიტორიიდან განარიდა.
“არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, სოციალურ ქსელში, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
1983 წელს დაბადებული ქალბატონი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა გარშემომყოფებს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მხოლოდ განარიდეს ტერიტორიას”, – წერს კოვზიაშვილი.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ქალი ძალის გამოყენებით დააკავა.