შოთა ნარეკლიშვილმა და კარლ ჰარცელმა იყალთოში თბოენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გახსნეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალს თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან ერთად ევროკავშირის ელჩი – კარლ ჰარცელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – დავით თვალაბეიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იყალთოს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები “მერების შეთანხმების“ ფარგლებში განხორციელდა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – ,,ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისათვის“ შენობის თბო-მოდერნიზაციასთან ერთად, ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას შენობების გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით (ვენახის ნასხლავით). პროექტი 2020 წლის ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდოს მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამჟამად, თელავის #1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები