ჯანმო: ავღანეთში წლის ბოლოსთვის არასათანადო კვებას შესაძლოა, მილიონზე მეტი ბავშვი ემსხვერპლოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარგარეტ ჰარისის განცხადებით, წლის ბოლომდე ავღანეთში სერიოზულ არასათანადო კვებას შესაძლოა, მილიონზე მეტი ბავშვი ემსხვერპლოს.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

“არასრულფასოვანი კვება ავღანეთში კვლავ იზრდება, როგორც ჯანმრთელობის მთავარი გამოწვევა. სავარაუდოდ, 5 წლამდე ასაკის 3,2 მილიონი ბავშვი შეიძლება, მძიმედ დაშავდეს წლის ბოლომდე და მათგან მინიმუმ 1 მილიონს ემუქრება სიკვდილის რისკი მძიმე არასწორი კვების გამო. საჭიროა მათი ადეკვატური მკურნალობა“, – თქვა ჰარისმა, რომელიც ამჟამად ავღანეთში იმყოფება.

ჯანმო-მ ბავშვების საკვებისთვის 47 სამედიცინო დაწესებულებაში, ავღანეთის 23 პროვინციაში თანხები გაგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები