კოვიდვითარების გაუარესების ფონზე, გერმანიაში კორონავირუსზე ტესტები ისევ უფასო ხდება

 

გერმანიაში, კორონავირუსით ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის ფონზე, კოვიდტესტები ისევ უფასო გახდება, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იენს შპანმა.

„ამ ვითარებაში გაცილებით მეტი ტესტი  უნდა ჩავატაროთ. ამისთვის გადაწყდა, რომ მოქალაქეებისთვის უფასო ტესტები აღვადგინოთ, დავაფინანსოთ სატესტო ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით. უფასო ტესტები ძალაში ხვალიდან იქნება“, – განაცხადა შპანმა.

გერმანიაში ბოლო პერიოდია, კორონავირუსით ინფიცრების ანტირეკორდები ფიქსირდება, რომლებიც პირველ და მეორე ტალღებს აღემატება.

ასე, მაგალითად, გუშინ ქვეყანაში ინფიცირების 50 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის გავრცელებიდან პირველად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები