აფეთქება ავღანეთის მეჩეთში – არიან დაღუპულები

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში მეჩეთში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანია დაღუპული და სულ მცირე 15 დაშავებული.

ამის შესახებ France- Presse მედიკოსზე დაყრდნობით წერს.

თავის მხრივ, მეჩეთში აფეთქების ფატი “თალიბანის” წარმომადგენელმა დაადასტურა, და აღნიშნა, რომ აფეთქება პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.

თალიბები ამბობენ, რომ აფეთქება სპინგარის ოლქში მოხდა, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” მოქმედების ზონაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები