ინდოეთში შემუშავებულმა, კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინა Covaxin-მა კვლევის მესამე ფაზაში 77,8%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-შია ნათქვამი.
„მეორე აცრიდან 14 დღეში COVID-19-ის ნებისმიერი სიმძიმის წინააღმდეგ, ვაქცინამ 77.8%-იანი ეფექტურობა გამოავლინა, ხოლო COVID-19-ის მძიმე ფორმებიდან ეფექტურობა 93.4%-ს შეადგენს.
დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობის მიმართ ფიქსირდება 63.6%-იანი ეფექტურობა. “დელტა” შტამის წინააღმდეგ ჩვენმა წინასწარმა ანალიზმა 65.2%-იანი ეფექტურობა აჩვენა, თუმცა, საჭიროა დამატებითი კვლევა“, – ნათქვამია სტატიაში.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ Covaxin, რომელიც ინაქტივირებული ვირუსის ტრადიცულ ტექნოლოგიას იყენებს, “იწვევს ანტისხეულების მდგრად პასუხს” ორი დოზის მიღებიდან უკვე ორი კვირის შემდეგ.
“რანდომიზებული კვლევის დროს, რომელიც ინდოეთში 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მაისამდე მიმდინარეობდა და რომელშიც 18-დან 97 წლამდე ასაკის 24 419 ადამიანი მონაწილეობდა, არ დაფიქსირებულა არცერთი ლეტალური შემთხვევა, ან ვაქცინასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები”, – აღნიშნავს გამოცემა.