“ბრუზგის” საკონტროლო გამშვები პუნქტის მხრიდან, ბელორუსიდან პოლონეთის ტერიტორიაზე მიგრანტთა ჯგუფი შეიჭრა.
შესაბამის ინფორმაციას “Sputnik ბელორუსი” ავრცელებს.
„ლტოლვილებმა დააზიანეს მავთულხლართის ღობე, პოლონეთის პოლიციამ ყველაფერი გადაიღო“, – ნათქვამია სააგენტოს ტელეგრამის არხზე.
აღინიშნება რომ „მიგრანტები, რომლებმაც ბელორუსის ტერიტორია დატოვეს, მოძრაობენ პოლონეთის თავდაცვითი გალავნის გასწვრივ“.
ჯგუფი რამდენიმე ათეულ ადამიანს ითვლის.