“დღეები უწყლოდ ნაშიმშილები, ლილოს ძაფებით გაკერილი, მუცელში შტირით ერბეზე მივყავდი და თან მირტყამდნენ, მაშინ რატომ არ საუბრობდით პატიებაზე” – ყოფილი პატიმრის ემოციური პოსტი
“მაშინ რატო არ გიყვარდათ ქვეყანა, ადამიანები, პატიებაზე მაშინ რატო არ საუბრობდით, როცა ჩვენ 23-25000 ადამიანს, ამას რო დაათრევდნენ, ეგრე თრევა ღადაობად გვეჩვენებოდა”, – ასე ეხმაურება ყოფილი პატიმარი, გიო ნაზარიშვილი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს და მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.
“7 წელი მე თავისუფლების აღკვეთა მქონდა, კარგი: მორფინისტი, კრიმინალი და მოკლედ ბუკეტით ვარ, მაშინ რატო არ გიყვარდათ ქვეყანა, ადამიანები, პატიებაზე მაშინ რატო არ საუბრობდით, როცა ჩვენ 23-25000 ადამიანს, ამას რო დაათრევდნენ, ეგრე თრევა ღადაობად გვეჩვენებოდა, მკვდრებზე რო იყვნენ გადაბმულები ბიჭები, მე პირადად 5 დღე უწყლოდ ნაშიმშილები, მთელი ლილოს ძაფებით გაკერილი, მუცელში შტირით ერბეზე რო მივყავდი და თან მირტყამდნენ არ დაგვაძინეო, იქ ექოსკოპისტი არარი და დილამდე რამდენი სისხლი ჩამივიდა მუცელში ლიტრაჟობქში, ვერ გეტყვით, მაშინ რატო არ ხდებოდა იგივე, ამ მარტო ჩოილარზე რო ატეხეთ ამბავი, მთელი ქსნის დენი რო შემიერთეს და ხერხემალი ტრაკიდან ლამის გამომიღეს, მაშინ ჩუმად რატო იყავით, კარგი მე არა ადამიანი და საზიზღარი ვარ, კაი,ც20000 იყოს, გლდანში დღის განმავლობაში დაჯდომაზე (წამოწოლაზე აღარაფერს ვამბობ) მთელ კამერას რო აინვალიდებდნენ, 20000 კაცში ყველა ჩემნაირი იყო დავიჯერო? თუ ეგრე იყო, მაგაზეც კარგი, მაგრამ მიშაზე უკეთესი მაინც ვარ თუნდაც იმით, რო კამერაში ან წელში გამართული შევდიოდი ან საკაცით, ადამიანები შეიყვარეთ, მოდი გაგიკეთებთ ტრაკში ცოცხებს და დავრასხოდდეთ, ნუგზარ გვიჩიანი 10
კაცს გვასმენინეს როგორ მოკლეს, მერე თავი ჩამოიხრჩოო, ხალხი თავს იკლავდა ჯანმრთელობაზე მოგვხედეთო, ი კ ლ ა ვ დ ა !სად იყავით მაშინ? იმენა თვალთმაქცები ხართ ჩვეულებრივი, ვინც მაშინ ჩუმად იყო და ახლა კივი. მომინდომეს ადამიანობა. პ.ს კიდე ბევრს არ ვყვები და არა მარტო მე, მიაგდეთ ეგ თვალთმაქცი ტრაკები თორე დიდი სერიალი დაიწყება გამწარებული ხალხის”, – წერს ყოფილი პატიმარი.