გაერო-ს უშიშროების საბჭო ლუკაშენკოს ქმედებებს “რეგიონული სტაბილურობისთვის საფრთხედ” აფასებს
ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი რეგიონული სტაბილურობის საფრთხედ იქცა, – ამ დასკვნამდე მივიდნენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მონაწილეები. დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა პოლონეთის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მინსკს დააკისრეს.
ერთობლივი განცხადება შეიცავს მოწოდებას ბელორუსის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა ასევე მოუწოდეს მინსკს, უზრუნველყოს მიგრანტებს საჭირო დაცვა და დახმარება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა მინსკი დაადანაშაულეს მეზობელი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის გარე საზღვრებზე სიტუაციის დესტაბილიზაციასა და ბელორუსში ადამიანის უფლებების დარღვევისგან ყურადღების გადატანის მცდელობაში. განცხადებას შეუერთდნენ ესტონეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ნორვეგია და ალბანეთი.
გუშინ ლატვიაში, ესტონეთსა და ლიეტუვაში განაცხადეს, რომ პოლონეთი-ბელორუსის საღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებით შესაძლოა, კონფლიქტი წარმოიქმნას.