აშშ-მა ევროპელი მოკავშირეები უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ გააფრთხილა

ვაშინგტონი აფრთხილებს ევროპელ მოკავშირეებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, განიხილოს უკრაინაში პოტენციური შეჭრა, რადგან მოსკოვსა და ბლოკს შორის დაძაბულობა იზრდება მიგრანტებისა და ენერგომომარაგების გამო.

ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

“გამომდინარე იქიდან, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების რაოდენობის ზრდას, შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირში კოლეგებს აცნობეს თავიანთი შეშფოთება შესაძლო სამხედრო ოპერაციის შესახებ“, – ნათქვამია სტატიაში.

აღინიშნება, რომ ასეთი შეფასებები ეფუძნება ინფორმაციას, რომელიც აშშ-ს ჯერ არ გაუზიარებია ევროპელი ლიდერებისთვის. გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის შეფასება გამყარებულია მტკიცებულებებით.

ამავდროულად, რუსული წყაროები იუწყებიან, რომ მოსკოვი ამჟამად არ აპირებს უკრაინასთან ომის დაწყებას, თუმცა, სურს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენების მზადყოფნა გამოავლინოს.

შეტევა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რუსეთის ჯარებს მოუწევთ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა კიევსა და სხვა ქალაქებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები