ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 18:00 საათზე მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარადგენს. საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ გაუძღვება ხუთ სამინისტროს.
მთავრობაში საკადრო ცვლილებები 7 – სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის – მინისტრებს შეეხოთ. აქედან, 2 შემთხვევაში გადანაცვლება მოხდა. კერძოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძეს ჩაანაცვლებს.