ბელორუსის პარლამენტში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დოკუმენტის მიღებას უარყოფენ

ბელორუსის პარლამენტს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დოკუმენტი არ მიუღია.

ამის შესახებ “Sputnik ბელორუსს” ბელორუსის პარლამენტის ქვედა პალატის სამდივნოში განუცხადეს.

„ასეთი დოკუმენტი ჩვენ არ გვაქვს. ეს საკითხი საერთოდ არ ექვემდებარება საკანონმდებლო რეგულირებას“, – აღნიშნეს სამდივნოში.

მანამდე, სოციალურ ქსელებსა და არაოფიციალურ წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული
აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კანონპროექტი ბელორუსის პარლამენტში შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები